ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით შეცვლილი პოზიციის შეფასებისას წერს, რომ უხარია, რომ მიდის, მაგრამ ახსენებს იმ ფაქტს, რომ არწასვლის მიზეზად შალვა პაპუაშვილის ავადმყოფობა სახელდებოდა.
„გადმოიფიქრა მამაცმა შალვამ და კაი, წავალ უკრაინაშიო. „იმედზე“ სტეფანჩუკის ინტერვიუს ვუყურე და წავალო, ანუ ავად აღარაა.
ძალიან მიხარია, რომ მიდიან, მაგრამ ავად ხომ იყო ???
და ულტიმატუმს რომ არ უკმაყოფილებს უკრაინის ხელისუფლება „ოცნებას“, ამაზე რაო, აღარ ვუყენებთ მოთხოვნებს ზელენსკისო, ჩვენ შეგვითანხმოს, ვის რა თანამდებობაზე დანიშნავს უკრაინაშიო“. – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.