LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის მოგვარების შესაძლებლობა“ – პაპუაშვილი უკრაინაში გამგზავრების მზადყოფნას გამოთქვამს

133
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში გამგზავრების მზაობას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა ინტერვიუმ, დაარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა.

„მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“, – წერს საკუთარ Facebook-ზე პარლამენტის თავმჯდომარე.

პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან კომუნიკაცია დღესაც ექნება და ვიზიტის დეტალებზე ისაუბრებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები. დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.

და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ,“– წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სტეფანჩუკსა და პაპუაშვილს შორის საუბარი დღეს შედგება

სტეფანჩუკი: უკრაინა და საქართველო ერთად გაიმარჯვებს და ამაზე ლეგენდები შეიქმნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები