LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სტეფანჩუკსა და პაპუაშვილს შორის საუბარი ხვალ შედგება

90
BeFunky-collage

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, მას ხვალ ექნება სატელეფონო საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, სადაც პაპუაშვილს უკრაინაში მიწვევას კიდევ ერთხელ დაუდასტურებს.

რადას თავმჯდომარის თქმით, მზად არის, განიხილოს ყველა დეტალი უკრაინაში ვიზიტის შესახებ.

„მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე, რომ ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. მე ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი. ჩვენ მასთან საუბარი გვქონდა და შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან ოფიციალური ზარი მექნება. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი უკრაინაში მისი ვიზიტის შესახებ. მე ვიცი, რომ მას ჯანმრთელობის მცირე პრობლემები აქვს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ შესაძლებლობა მექნება კიევში შევხვდე და ვაჩვენო ადგილები, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით.
ამის გარდა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციას, რომელიც უკრაინაში ჩამოსვლას აპირებს. იქ არის ძალიან ბევრი ცნობილი პარლამენტარი. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ყველაფერს ორგანიზებას, რომ უკრაინაში დელეგაციის ვიზიტი წარმატებით წარიმართოს, რათა ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში“,- განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა “იმედის” ეთერში.