LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში, ბრიუსელი კვლავ რადიკალიზმის მხარდამჭერია“

111
შალვა პაპუაშვილი

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, „დღეს რადიკალიზმი, ანტიდემოკრატიული ძალები და ძალადობა მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან“.

„მათ ჯერ კიდევ აქვთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის თუ ბრიუსელის მხარდაჭერა ამ რადიკალიზმში. სამწუხაროდ, ვაკვირდებით ბოლო პერიოდია, მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომ დღეს რადიკალიზმი მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან, ანტიდემოკრატიული ძალები და ძალადობა მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი თავისი სიბრძნით და გამძლეობით მივიდა სწორედ ამ წერტილზე, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში. აღარც გვახსოვს, როდის გვითხრეს ბოლოს, რომ ჩვენი საერთო ღირებულება არის სუვერენიტეტის პატივისცემა. როგორც წესი, ამ სიტყვას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის წყვილში იყენებენ ხოლმე და არა შიდა საქმეებში ჩაურევლობის მხრივ.

ის, რაც დავიწყებული აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით, ღირებულება, რასაც ჰქვია სუვერენიტეტი, ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა. მათ შორის, ახსენა, როგორც ორ ქვეყანას შორის საერთო ფასეულობა. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს სწორედ ეს პოზიცია. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი კვლავ რადიკალიზმის მხარდამჭერია და საქართველოში რადიკალიზმის ერთადერთ მხარდაჭერად რჩება. ამიტომ, მნიშვნელოვანია,  ცვლილებას მივაღწიოთ აქაც, ბრიუსელის პოლიტიკაში“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g