LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ALDE-მ ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“ გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო” საკუთარი რიგებიდან, სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება“

109
შალვა პაპუაშვილი

„ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“ გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო“ საკუთარი რიგებიდან “, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, სხვა შემთხვევაში, ALDE თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება.

„ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“ გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო“ საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აღნიშნული ეპიზოდი უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები