ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, Georgia Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც გაიაშვილი ამბობს, რომ “სააკაშვილის მმართველობის დროს ქართული ბიზნესი პრაქტიკულად სულს ღაფავდა”.
ინგა გრიგოლია წერს:
“რაც ამ კაცს ნაგინები ჰყავს ,,ოცნება,, პირადად ჩემთან, ეთერშიც კი აპირებდა გამოსვლას… ახლა ტვინი ამოუბრუნდა და ეს რაღაცეები მართლა თქვა თუ ,,იმედმა,, მოუგონა? და სააკაშვილის დროს, ბევრი ბიზნესმენისგან განსხვავებით, თუ რომელიმე ბიზნესი გრიალებდა, ამისი იყო (ამათი ბილეთების ფასი რომ მახსენდება, ეხლაც მეტირება) და რას გვეწუწუნება? შუბლის ძარღვი, ბიძია,შუბლის ძარღვი”,- წერს ინგა გრიგოლია.