LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „ჩემი მუსიკის მასწავლებელი ისე მირტყამდა ხოლმე თავში და ხელებზე და ისე მწიწკნიდა კანს, ახლა რომ ვფიქრობ, უეჭველი დასაჭერი იყო. ხანდახან პიანინოს თავსახურს დამახეთქებდა ხოლმე თითებზე…“

348
ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია ბათუმელი ქორეოგრაფის ძალადობის შესახებ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება და იხსენებს ბავშვობის დროინდელ ამბებს, როდესაც მუსიკის მასწავლებელი მკაცრად ექცეოდა:

„ჩემი მუსიკის მასწავლებელი ისე მირტყამდა ხოლმე თავში და ხელებზე და ისე მწიწკნიდა კანს, ახლა რომ ვფიქრობ, უეჭველი დასაჭერი იყო. ხანდახან პიანინოს თავსახურს დამახეთქებდა ხოლმე თითებზე, როცა მეშლებოდა, შუა დაკვრაში. ექვსი წელი ვიტანდი მასწავლებლის ფიზიკურ თავდასხმებს, ვიდრე მეშვიდე კლასში არ გადავედი. ბოლო წელს, ხელოვნების სკოლას რომ ვამთავრებდი, ძალა ვიპოვე ჩემს თავში და დედაჩემს კატეგორიულად გამოვუცხადე, რომ აღარ ვაპირებდი მუსიკაზე სიარულს. უკვე იმდენად დამოუკიდებელი ტიპი ვიყავი მაგ დროს, დედაჩემმა ცოტა გაიბრძოლა და დამმორჩილდა, დაიჯერა, რომ გამორიცხული იყო ჩემი დაყოლიება. ახლა გამიცოცხლდა ჩემი მუსიკის გაკვეთილების კადრები და დაუჯერებელი ძალადობა იყო, დაუჯერებელი… არადა, იმ დამპალ საბჭოთა კავშირში, საგანმანათლებლო სივრცეებში, ბავშვებზე ასეთი ძალადობა ითვლებოდა რაღაც ჩვეულებრივ ამბად ( ცეკვის მოძალადე მასწავლებელზე გამახსენდა და ხელახლა გავცეცხლდი)“.

„წამორტყმასთან დაკავშირებით მასთან ადრეც მქონდა საუბარი, მითხრა, რომ არ განმეორდებოდა“ – რას ამბობს მოზარდის მამა ბათუმში მომხდარ ძალადობაზე

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა, დაწყებულია გამოძიება: „კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს“

„ვინანიებ… დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ თავი ვერ შევიკავე, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, პატიებას“ – ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

„მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული – ვინ დაიცავს ბავშვს, საკუთარი მშობელი თუ არ დაიცავს?!“ – ბაია პატარაია ბათუმში მომხდარ დანაშაულზე

რას ჰყვება აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი: „მერაბი ძალიან დადებითი ადამიანია, კარგი მეგობრები ვიყავით – ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გამაღიზიანაო…“

დათო არჩვაძე ბათუმში მომხდარ ძალადობას ეხმიანება: „ჩემ თვალწინ ერთ-ერთმა საბავშვო ანსამბლის ძალიან ცნობილმა, ეგრეთ წოდებულმა ქორეოგრაფმა ისე ჩაარტყა 9 წლის ბავშვს, მეგონა, თირკმელებს დააყრევინებდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g