LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წამორტყმასთან დაკავშირებით მასთან ადრეც მქონდა საუბარი, მითხრა, რომ არ განმეორდებოდა“ – რას ამბობს მოზარდის მამა ბათუმში მომხდარ ძალადობაზე

424
არასრულწლოვანზე ძალადობა

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მომხდარზე, რა დროსაც ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა, მოზარდის მამა „მთავარ არხთან“ საუბრობს.

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა, დაწყებულია გამოძიება: „კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს“

მოზარდის მამის თქმით, ის ცეკვის პედაგოგს ბავშვზე „ე.წ. წამორტყმასთან დაკავშირებით“ სხვა დროსაც ესაუბრა.

„ადრე, ბავშვზე ე.წ. წამორტყმასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი, მაგრამ მშვიდობიანად დავცილდით, ავუხსენი, რომ არასწორი ფორმა და დაუშვებელი იყო, მანაც მითხრა, რომ არ განმეორდებოდა.

რას ჰყვება აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი: „მერაბი ძალიან დადებითი ადამიანია, კარგი მეგობრები ვიყავით – ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გამაღიზიანაო…“

„მერაბი ძალიან დადებითი ადამიანია, ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. საერთოდ, ჩვენთან ოჯახური გარემოა, ამ ფაქტამდე მერაბზე უარყოფითის თქმა არ შემიძლია“, – ასე აფასებს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, თამარ მესხიძე ცეკვის მასწავლებელს, მერაბ დოლიძეს, რომელიც ამავე სასახლეში მასწავლებლად მუშაობდა და ამჟამად 12 წლის მოზარდის ცემის ფაქტზეა ბრალდებული. დირექტორმა მედიასთან დაადასტურა, რომ მერაბ დოლიძე სასახლიდან ამ ფაქტის […]

იმას, რაც ახლა თქვენ კადრში ნახეთ, ვერც კი წარმოვიდგენდი. როდესაც ჩვენი ოჯახის წევრი ბავშვის გამოსაყვანად მივიდა, ბავშვი იყო ნამტირალევი და სერიოზულად განერვიულებული. ბიცოლას უთხრა, მასწავლებელმა გამლახაო. იქვე დაუწყო საქმის გარჩევა [მასწავლებელმა], ბავშვს უყვიროდა და თვალებს უბრიალებდა: „ვინ დაგარტყა, მე ხელი არ დამიკარებიაო“.

როდესაც ჩემი მეუღლე მივიდა და სთხოვა აეხსნა, რაში იყო საქმე, ის აგრესიული იყო, ჩემი დისკენ გაიწია, ჩემებმა საპატრულო პოლიციას გამოუძახეს, ამოიღეს კადრები და ამის შემდეგ გახდა ცნობილი, თუ რასთან გვქონდა საქმე“, – ამბობს მოზარდის მამა „მთავარ არხთან“.

„ვინანიებ… დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ თავი ვერ შევიკავე, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, პატიებას“ – ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც 12 წლის მოზარდი სცემა.

ფაქტის ამსახველი კადრები გამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ.

„მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული – ვინ დაიცავს ბავშვს, საკუთარი მშობელი თუ არ დაიცავს?!“ – ბაია პატარაია ბათუმში მომხდარ დანაშაულზე

magti 5g