მსახიობი და ტელეწამყვანი, გოგოლა კალანდაძე „ზმნასთან“ ინტერვიუში მეუღლესთან 17 წლიანი ურთიერთობის და თანაცხოვრების შესახებ საუბრობს.
როგორც გოგოლა აღნიშნავს, ადრე ეჭვიანი იყო, თუმცა დღეს ქმრის სიყვარულში ბოლომდე დარწმუნებულია.
„ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება გახდეს მოსაბეზრებელი, თუ მის გამრავალფეროვნებაზე არ იზრუნე…ალბათ, წყვილის კავშირი, საინტერესო ორივემ უნდა გახადოს. ამ ურთიერთობაშიც ვხვდები, რომ გავიზარდე.
ადრე ძალიან ეჭვიანი ვიყავი, ალბათ, უფრო ახალგაზრდული იმპულსურობის ბრალი იყო, ახლა ასე აღარ არის. ამითაც ვხვდები, რომ ძალიან გავიზარდე, ან უბრალოდ, ეჭვიანობა მეზარება (იცინის). ყოველდღიური რუტინით იმდენად ვიღლები, რომ ამისთვის დროც არ მრჩება. ეჭვიანობის საბაბს ყოველთვის იპოვი, აბა, გიჟები კი არ ვართ, უსაფუძვლოდ ვიეჭვიანოთ, მაგრამ ახლა არ მაინტერესებს.
იმდენად დავრწმუნდი, რომ ვუყვარვარ, რომ აღარ მაღელვებს გვერდითი ქირქილი. ყველა კაცს სჭირდება, ალბათ, პატარა „ფლირტები“ და როცა ამის საჭიროებაა, გაერთოს… ქალებიც ძალიან აქტიურები ვართ, მოდი, ასე ვიტყვი. ზოგისთვის არ აქვს მნიშვნელობა, კაცს ოჯახი ჰყავს თუ არა, რამდენი შვილი ჰყავს და ა.შ. ამიტომ მთავარი მაინც თვითშეფასება და თვითრწმენაა, რომ შენ ხარ საუკეთესო მის ცხოვრებაში… განსაკუთრებით ადვილია ამის გაკეთება მაშინ, როცა, ამის რეალური საბაბი გაქვს.
ჩემი მიდგომა ასეთია – არასდროს გაეკიდო კაცს, თუ წასასვლელია, მაინც წავა. კისერზე ჩამოკიდება ვერაფერს შეცვლის“, -ამბობს გოგოლა კალანდაძე.
ვრცლად იხილეთ: zmna.ge
