LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორი კარასინი: „ივანიშვილის განცხადების მოულოდნელი ტონი დიდ ინტერესს იწვევს“

127
ბიძინა ივანიშვილი და გრიგორი კარასინი

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას „ტელეგრამ“ არხზე ეხმაურება და წერს, რომ მის „ტონს მსოფ­ლი­ო­ში დიდი ინ­ტე­რე­სით შეხ­ვდნენ.“

როგორც კარასინი აღნიშნავს, ამის [ბიძინა ივანიშვილის ტონი] ბევრი მიზეზი არსებობს:

მამუკა მდინარაძე: „არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ… ის მკვლელი და გმირების მწამებელი, ისეთივე აფხაზები და ისეთივე ოსები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი“

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და სხვა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის მო­უ­ლოდ­ნელ ტონს სამ­ხრეთ ოსეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ახა­ლი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, კავ­კა­სი­ა­ში და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში დიდი ინ­ტე­რე­სით შეხ­ვდნენ.

ედუარდ კოკოითი: „საქართველომ უნდა ცნოს სამხრეთი ოსეთი და დაუბრუნოს ტერიტორიები“

„ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ და არაფრით ვაპატიებთ“, – წერს ე.წ პრეზიდენტი.

ამის ბევრი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. სულ უფრო მე­ტად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ 2008 წელს სა­ა­კაშ­ვი­ლის ავან­ტი­უ­რის შემ­დეგ არ­სე­ბულ­მა მტრო­ბამ და და­პი­რის­პი­რე­ბამ გზა უნდა და­უთ­მოს გო­ნი­ე­რე­ბას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

ბოლო 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­წიფ­და. მა­რა­დი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის უაზ­რო­ბა ბევ­რის­თვის ნა­თე­ლი გახ­და“. – წერს გრიგორი კა­რა­სი­ნი.

ირაკლი ქადაგიშვილი: „ბოდიშის მოხდა არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ“

ცნობისთვის, 14 სექტემბერს გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ლევან ბეჟაშვილი: „მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g