LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ… ის მკვლელი და გმირების მწამებელი, ისეთივე აფხაზები და ისეთივე ოსები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი“

131
მამუკა მდინარაძე

„ერთი ფრაზა ვინმემ თქვას, სად ითქვა ან რუსეთი, მკვლელი ან მწამებელი, რომ რომელიმე მათგანის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს? ერთი ფრაზა ვინმემ დაასახელოს, აბა შეეკითხეთ. ტყუილი რატომ დასჭირდათ?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 14 სექტემბერს გორში, მმართველი პარტიის გასვლით ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში

მამუკა მდინარაძის თქმით, „არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“.

ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ოსები და აფხაზები, ჩვენი დები და ძმები არიან თუ არა. პანიკაში რომ ჩავარდნენ, დღეს გურამ მაჭარაშვილმა როგორც თქვა, კრუნჩხვებში რომ ჩავარდნენ ურთიერთპატიებას და ბოდიშზე, დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე არ არსებობს.

როცა ვამბობდით, რომ ისინი „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან, გამოჩნდა თუ არა? მარტივი და სრული ლუსტრაცია მოხდა თუ არა, რომ დიახ, ისინი „ომის პარტიას“, ომის ნარატივს წარმოადგენენ და დიახ, მართლა ომი უნდათ. როგორც კი დიდი შერიგებისკენ პირველი ქმედითი ნაბიჯები დაინახეს, იმ წამსვე ამის საწინააღმდეგო, ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ თქვა, რომ რუსებს უნდა მოუხადოს ვინმემ ბოდიში ან ანწუხელიძის მკვლელს და მწამებელს.

ამიტომ, ასეთი ბინძური ტყუილი სჭირდებათ. აბა, ვინმემ შეგვეწინააღმდეგოს იმაში, რომ ოსები და აფხაზები ჩვენი დები და ძმები არიან. ამ ქვეყნის დიდი შერიგება, მხოლოდ ტერიტორიების კი არა, ხალხის გაერთიანება უნდა შევძლოთ ურთიერთპატიებით, მიტევებით. ურთიერთპატიების დროს, დიდი შერიგების წინაპირობად, საჭიროა ძლიერმა გადადგას ნაბიჯი და თქვას: დიახ, მე თქვენ, აფხაზებს, ოსებს და არა მკვლელებს და მწამებლებს, არა გმირების მკვლელებს და ოკუპაციის ავტორებს, არამედ ჩვენს დებს და ძმებს შემიძლია მოვუხადო ბოდიში, დავდგე ჩემს თავზე მაღლა, ურთიერთპატივისცემის ნაბიჯები გადაიდგას, ქვეყანა და ხალხი გაერთიანდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი: „ბოდიშის მოხდა არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ“

ესენი რომ შემოუშვა, შეიძლება შურისძიების სამინისტრო გააკეთონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. ის მკვლელი და გმირების მწამებელი, ისეთივე აფხაზები და ისეთივე ოსები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი. მიხეილ სააკაშვილის ქცევებით იხელმძღვანელოს რომელიმე ოსმა ან აფხაზმა? ქართველებზე ილაპარაკოს, რომ ჩვენ მკვლელები და მწამებლები ვართ? მაშინ ამ ლოგიკით ხომ შეუძლიათ იგივე დაალაგონ, ცოტა გონს მოეგონ, რაში შედიან და ვის სახელებს და გვარებს სვრიან ამ თემაში“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

ლევან ბეჟაშვილი: „მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები