LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. თუ სწავლას შევწყვეტთ, ბავშვები დაგვრჩებიან გაუნათლებლები” – პაატა იმნაძე

178
56328557-1961469997313974-6761169708143083520-n

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, გრიპის ვირუსის სტატისტიკასა და შედეგებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ. იმნაძის თქმით, ბოლო დღეებში ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობა მომატებულია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ ფიქსირდება.

„დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით, რაც გასაგებია იმიტომ, რომ 1 და 2 იანვარს ძალიან მძიმედ თუ არ არის ადამიანი, არ მიმართავს კლინიკას და ამიტომაც საკმაოდ დაბალი იყო ეს მაჩვენებელი. ახლა არის 220-მდე 100 000 მოსახლეზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარშან ამ დროს კი, დაახლოებით 40 იყო”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

„გრიპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია, ჩვენც როგორმე გადავიტანთ“ – ჯანდაცვის მინისტრი

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ისეთივე სიტუაცია გვაქვს, როგორც  ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში.

“გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს”, – აცხადებს იმნაძე.

რაც შეეხება გრიპის ვირუსის გამომწვევ მიზეზებს და გავრცელების საშიშროების საფრთხეებს, დაავადებათა ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი რეკომენდაციებს იძლევა და აღნიშნავს, რომ საჭიროა ვაქცინების გაკეთება.

“სამწუხაროდ, ორი ფატალური შედეგი იყო გრიპის ვირუსით გამოწვეული, ორივე დეკემბერში. მთავარ რეკომენდაციას რაც შეეხება, ორსულებს ვთხოვთ, მათთვის ვაქცინების მარაგი არის და მათ შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. დანარჩენებმა კი ჩვეულებრივად უნდა დავიცვათ ის რჩევები, რასაც სულ ვიძლევით. ხელების ხშირი დაბანა ძალიან კარგი მეთოდია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ წელს პირველად გამოვიყენეთ, ეს იყო საბავშვო ბაღის აღმზრდელების უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩასმა იმიტომ, რომ მოზრდილებს არ მიეტანათ გრიპი”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კასპში 3 შვილის დედა სავარაუდოდ, B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები