LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრიპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია, ჩვენც როგორმე გადავიტანთ“ – ჯანდაცვის მინისტრი

168
529c64fb49417dc50701e583aa91e069

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვირუსებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ტიკარაძის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, გრიპის ვირუსისთვის კი სახელმწიფო მზად არის.

„რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარკვეული დაგვიანება. თუმცა ჩვენ არა გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის.

ვაქცინა ეს არ არის პანაცია და აქედან გამომდინარე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე, შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში და ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს“, – განაცხადა მინისტრმა.

თემურ მიქელაძე დეტალურად აღწერს, როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპის ვირუსისგან

პედიატრმა თემურ მიქელაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში ვრცლად ისაუბრა გრიპის ვირუსზე

გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად მომატებას სპეციალისტები მომავალი კვირიდან ვარაუდობენ. იმუნოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ამ დრომდე არსებული მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.

გრიპის სეზონი დადგა: რომელი ვირუსია გავრცელებული და როგორ უნდა დავიცვათ თავი – რეკომენდაციები ნუგზარ უბერისგან