გამოცემა Science Direct გრიპის ვაქცინის შესახებ ახალ მასშტაბურ კვლევაზე წერს. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას თრომბოემბოლიის, ინსულტისა და პნევმონიის პრევენცია შეუძლია, რაც კოვიდ-ინფექციის ყველაზე ხშირი გართულებაა. ის, რომ გრიპის ვაქცინა ძალიან ეფექტურია, ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს გახდა ცნობილი. ეს ინფორმაცია იტალიიდან, ისრაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვრცელდებოდა.
რაც ეხება ახალ კვლევას, ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 44 ათასამდე პაციენტი შეირჩა. პაციენტები, რომლებსაც ქირურგიული ოპერაციები ესაჭიროებოდათ, ორ ნაწილად დაჰყვეს: მათ ვისაც გრიპის ვაქცინა გაუკეთდა და ვისაც ჯერ არა. გამოკვლევამ და პაციენტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ აცრილ ადამიანებში არ დადასტურდა სეფსისის შემთხვევები, არ ყოფილა ვენების თრომბოზის შემთხვევა, ინფარქტი და მეტიც, ოპერაციის შემდეგ მინიმუმამდე დავიდა ნაკერების ნაადრევად გახსნის რისკებიც. ამდენად ამ კვლევამ დაადგინა, რომ გრიპის ვაქცინამ იგივე ოპერაციების დროს შეამცირა სიკვდილიანობის რისკი, თანაც საგრძნობლად.
ამავე დროს, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გრიპის ვაქცინა ვერაფრით ჩაანაცვლებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას. მეტიც, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, აიცრან გრიპის ვაქცინით და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით.