LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gruene Woche-ზე წელს 15 ქართული კომპანია მონაწილეობს

123
New Project

ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“ (Gruene Woche) გაიხსნა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში 15 ქართული კომპანია მონაწილეობს. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ჩირი, ჩაი, ჩურჩხელა, ტყემალი, საწებელი, ხილის ჩიფსები, ქართული სუნელები. წარმოდგენილი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

გამოფენაში, რომლის გახსნასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძეც დაესწრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მონაწილეობს, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.

თენგიზ ნასარიძემ, გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლევან იზორიასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან დავით წითლიძესთან  ერთად,  ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა.

გამოფენა „მწვანე კვირეული“, რომელიც 1926 წლიდან მოყოლებული უკვე  98 წელია ყოველწლიურად იმართება, წელს სხვადასხვა ქვეყნის 1400-ზე მეტ კომპანიასა და 400 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს. გამოფენა 29 იანვარს დაიხურება.