ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც თქვენს საფულეში ბარაქის მოსაზიდად გამოგადგებათ.
„გსურთ გაიგოთ, როგორ „განკურნოთ“ თქვენი საფულე ან ჩანთა, რომ მასში ფული ყოველთვის ტრიალებდეს?.
ადგილი, სადაც ფულს ინახავთ, მხოლოდ ნივთი არ არის – ის თქვენი ბარაქის ენერგიის ცენტრია. ხშირად იქ ქაოსია, რაც ფინანსურ ნაკადს ბლოკავს. დროა, თქვენს საფულეს ახალი ენერგია შთაბეროთ!
რიტუალი ნაბიჯ-ნაბიჯ:
გათავისუფლება: მთლიანად დაცალეთ საფულე. გადაყარეთ ძველი ჩეკები, უსარგებლო ქაღალდები და ნაგავი. სიცარიელე ახალ შესაძლებლობებს იზიდავს!
სიმბოლო: ჩადეთ შიგნით ერთი ახალი, პრიალა მონეტა ან სუფთა კუპიურა როგორც განახლების სიმბოლო.
ბარაქის მაგნიტი: ჩადეთ დარიჩინის ჩხირი ხუთშაბათ დღეს და დაფნის ფოთოლი (შეგიძლიათ პატარა თეთრ ქაღალდში გაახვიოთ). ეს მცენარეები კეთილდღეობის უძველესი სიმბოლოებია.
წესრიგი: ფული ყოველთვის ერთსა და იმავე განყოფილებაში შეინახეთ. ნუ დაჭმუჭნით კუპიურებს – პატივი ეცით თქვენს შრომას.
ლოცვა/აფირმაცია ბარაქისთვის:
„იყოს ეს სივრცე კეთილდღეობის წყარო, თითოეული მონეტა მრავალმაგად დამიბრუნდეს და ჩემს ოჯახში დოვლათმა დაისადგუროს. ამინ!“.
ეს არ არის უბრალოდ ცრურწმენა , ეს არის გაცნობიერებული ზრუნვა იმაზე, რაც თქვენს ენერგიასა და ძალისხმევას წარმოადგენს“, – წერს თამარ იოსელიანი.
„როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატივისგან აღდგომისთვის“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა საზოგადოებას
„რატომ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვისი პრობლემები“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა
„სად დავდოთ დაფნის ფოთოლი სურვილების ასასრულებლად“ – ეზოთერიკოსის საინტერესო რჩევა
