Gtex group-ში შემავალ ყველა მაღაზიაში: ENZA HOME, ENGLISH HOME, TERRANOVA, OVS, COLLEZIONE, PENTI, SINEQUANONE , LOTTO – ახალი კოლექციებია წარმოდგენილი.
როგორც მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი გოგუამ ”ფორტუნა პლუს” განუცხადა, ახალი კოლექციის გარდა, Gtex მომხმარებელს ფასდაკლებებსაც სთავაზობს.
”ENZA HOME-ში, LOTTO-სა და ENGLISH HOME -ში გვაქვს ფასდაკლებები. აქცია მიმდინარეობს OVS-ის ბავშვის კოლექციაზეც. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი იყიდის ორ პროდუქციას, მესამეს 1 ლარად შეიძენს. PENTI – FASHION BRA-ში კი 50% -იანი ფასდაკლება მიმდინარეობს მეორე შენაძენზე”, – აღნიშნა გოგუამ.
კომპანია 2007 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე თბილისში 21 მაღაზიას ფლობს, ბათუმში კი – 1 . გარდა ამისა, Gtex გაფართოებასაც გეგმავს.