LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, დაიმახოსვროთ – არ გადადოთ და მიმართეთ ჰოსპიტალს თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი….” – ექიმი სოფიო ბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

12767
გვნდიო

პანდემიის პერიოდში COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობაა გამოვლენილი.ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: “ალფა”, “ბეტა”, “გამა”, “დელტა” და “ომიკრონი”. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მესამე კვირის კოვიდით ინფიცირების შემთხვევების 90-95% „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 სუბშტამებია.

ექიმი სოფო ბერიძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმიანება და აჭარის რეგიონის მაგალითზე წერს, რომ მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია.

ექიმი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დააკვირდნენ ვირუსის სიმპტომებს და გაითვალისწინონ ძირითადი რეკომენდაციები.

“PCR ტესტის გარეშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს” – ექიმი სოფო ბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

“მეგობრებო, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით აჭარაში. არ გვაქვს სტატისტიკა და შესაბამისად არც პაციენტმა და სამწუხაროდ არც ექიმმა არ იცის დაზუსტებით, თუ რომელი შტამით იავადა.

ყველაზე სწორი იქნებოდა, ინფლუენსერ ეპიდემიოლოგებს მინიმუმ საკუთარ გვერდებზე გამოექვეყნებინათ ტრენდის აღწერა, საიდანაც მოსახლეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექიმები, მივიღებდით ინფორმაციას პაციენტთა სტრუქტურის, რეინფიცირების სიხშირის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შესახებ. ეპიდემიოლოგები დუმან. თუ ციფრები და სტატისტიკა არ გვაქვს, კლინიკურ დაკვირვებასა და სიმპტომებზე ორიენტირებას მაინც უნდა მივსდევდეთ.

აქაც ისე მოხდა, რომ თითზე ჩამოსათვლელია ინფლუენსერი კლინიცისტები და მათგან ზოგი ,,საქმიანად” და ღირსების ორდენის შესაბამისად დუმს და ის ერთი ისე ღაღადებს, ჭეშმარიტად სამარისებური დუმილი სჯობს.

არადა, საინტერესო, უცნაური და გასაანალიზებელია რაც ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ხდება.
ვაქცინირებულია მოსახლეობის 70% ზე მეტი!
გადატანილი აქვს 60%-ზე მეტს!
ისევ პიკზე ვართ!
ისევ 0 თავისუფალი ინტენსიური საწოლი!

რა ზომები უნდა მივიღოთ ოჯახის წევრების „ომიკრონისგან“ დასაცავად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მესამე კვირის კოვიდით ინფიცირების შემთხვევების 90-95% „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 სუბშტამებია.

ხვალ შესაძლოა გამოცხადდეს, რომ ინტენსიური ადგილი გამოჩნდა, მაგრამ დღევანდელი პაციენტისთვის ის დღეს იყო საჭირო. და ამ წრეზე ვტრიალებთ უკვე მესამე პიკზე.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – 1 თვის შუალედში ომიკრონითვე რეინფიცირების უკვე არაერთი შემთხვევა ფიქსირდება – რაც შეიძლება ნიშნავდეს რომ:
ა)ომიკრონის იმუნიტეტი არამყარი და ძალიან ხანმოკლეა (წყაროებში ეს ინფორმაცია არ იძებნება)
ბ) ომიკრონის ახალი შტამი ჩვენთან უკვე ფართოდ ცირკულირებს;
გ) პირველი ტესტი იყო მცდარი;
დ) მეორე ტესტი არის მცდარი

ხოდა, რადგან ტესტები და ციფრები არ არის ჩვენი ძლიერი მხარე, უნდა როგორმე გავიხსენოთ კოვიდამდელი მედიცინა, კლინიკური სურათით მართვა, დამძიმების ნიშნების ამოცნობა, პაციენტების ნერვების, ჯიბის დაზოგვა, რადიაციული გამოსხივების თავიდან აცილება – და ზოგადად, ადამიანების და არა მათი ანალიზების და ტომოგრაფიების მკურნალობა.

მოდით ეს აბზაცი დავნომროთ და ბულეტებად ჩამოვწეროთ:
1️⃣➡სიმპტომები- ხველა, ხმის შეცვლა, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ტემპერატურის მომატება – ნიშნავს, რომ ხართ ავად! ანუ გაქვთ ომიკრონი/დელტა/გრიპი/სხვა ვირუსი ან სულაც ბაქტერია – ხართ გადამდები და ხანდაზმული და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანისთვის ხართ საშიში!
❗️იზოლირდით, მიიღეთ ბევრი სითხე, მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი – სამ დღეში კარგად იქნებით!
2️⃣➡თუ სიმტომების არ გრძელდება 3-5 დღეზე მეტ ხანს, ტემპერატურული რეაქცია იხსნება, არ გაქვთ სუნთქვის მნიშვნელოვანი გაძნელება, ქოშინი, ძლიერი ინტოქსიკაცია, ღებულობთ სითხეს და არ კარგავთ მას ძლიერი ოფლიანობის, ღებინების და ფაღარათის სახით – და რაც მთავარია დღითი დღე უკეთ ხდებით – ე.ი. თქვენ გაქვთ მსუბუქი მიმდინარეობა!
3️⃣➡მსუბუქ მიმდინარეობას არ სჭირდება სისხლის ანალიზები!
4️⃣➡მსუბუქ მიმდინარეობას არ სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია!
5️⃣➡. ყველაზე მნიშვნელოვანი❗️

საზოგადოებაში გარკვეული შიში და უნდობლობა ჩამოყალიბდა საავადმყოფოში მკურნალობის მიმართ – განსაკუთრებოთ ხანდაზმული და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და მათი ახლობლები ცდილობენ საავადმყოფოში არ მოხვდნენ და ამით ხშირად გვიანდება პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა!

გთხოვთ, დაიმახოსვროთ –
❗️არ გადადოთ და მიმართეთ ჰოსპიტალს თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი:
– ხართ ხანდაზმული, გაქვთ მძიმე გულის, თირკმლის, ღვიძლის უკარისობა, უმართავი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია და კოვიდის სიმპტომები გრძელდება 5 დღეზე მეტხანს;
– გაქვთ ძლიერი ინტოქსიკაცია – ჭარბი ოფლიანობა, დაბალი წნევა, ვერ ღებულობთ სითხეს, გაქვთ გულის წასვლის ეპიზოდები, ტკივილი გულმკერდში, ძლიერი, გაუსაძლისი თავის ტკივილი, ვერ გამოყოფთ შარდს და ან გაქვთ ხშირი ღებინება.

ასევე, გახსოვდეთ:

უკვე არსებობს ის მედიკამენტი, რომელიც მაღალი რისკის შემთხვევაში გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ. ოღონდ ის ეფექტურია, მხოლოდ დაავადების საწყის ფაზაში – და რაც ადრე, მით უკეთესი!
დასავლეთში ამ მედიკამენტის მისაღებად არ არის საჭირო პაციენტის სტაციონარში მოთავსება. სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ მიიღოთ წამალი და მხოლოდ ამიტომაც ღირს რომ ხანმოკლე დროით სტაციონარში მოთვასდეთ.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ!
თუ ჩვენ ბოლოსდაბოლოს გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას –
❗️გავიკეთოთ ნიღაბი!
❗️ვისწავლოთ იმ ნიშნების ამოცნობა, როცა პაციენტი კლინიკაშია წასაყვანი!
❗️ავიცრათ!”, – წერს სოფიო ბერიძე.

ცნობისთვის, სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 68 392 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 22 444 შემთხვევა. 13 245-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გარდაიცვალა 53 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g