LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“PCR ტესტის გარეშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს” – ექიმი სოფო ბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

17509
BeFunky-collage (43)

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

24 201 დაინფიცირებული და 36 გარდაცვლილი – ეს “ომიკრონის” შტამით ინფიცირების მორიგი რეკორდია.

სპეციალისტები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ამ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს და ინფიცირების რეალური მაჩვენებელი გაცილებით მეტია.

კულუმბეგოვი: პიკურ სიტუაციაში ვართ, ყოველდღიური კოვიდინფიცირების რეალური მაჩვენებელი 60-70 ათასის ფარგლებშია

შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ – იმნაძე „ომიკრონით“ რეინფიცირებაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ახალი პიკის ფონზე მიმართვას ავრცელებს ექიმი სოფო ბერიძე.

“მოდით, დავიწყოთ პასუხისმგებლობების განაწილებით:

?‍⚕️ექიმები – პასუხისმგებლები ვართ პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, დაავადების სწორ მკურნალობასა და პრევენციის დაგეგმვაზე. ამას უნდა ვაკეთებდეთ მშვიდად, კომპეტენტურად, ყოველდღე ვეცნობოდეთ ახალ ლიტერატურას და ვიყენებდეთ მას ჩვენს პრაქტიკაში. ვხელმძღვანელობდეთ თანაბრობის პრინციპით. ჩვენი მთავარი საზეპიროა – ,,უპირველესია, არ ავნო’

?‍?ეპიდემიოლოგები – უნდა მუშაობდნენ ციფრებზე, სტატისტიკაზე, პროგნოზირებაზე, ახალი შტამების დროულ გამოვლენასა და დროსა და ვითარებაზე მორგებული რეკომენდაციების გაცემაზე.
ეპიდემიოლოგების მთავარი საზეპიროა – ნატური, სუფთა, ჭეშმარიტი ციფრები და პოლიტიკისგან თავისუფალი რეკომენდაციები!

?პაციენტი – თქვენ მხოლოდ მოგეთხოვებათ მივყვეთ ექიმის რეკომენდაციას და არ გადასდოთ სხვებს დაავადება!
ეს არის თქვენი მთავარი საზეპიროც, პასუხისმგებლობაც, გმირობაც და თავდადებაც!

რაც შეეხება ომიკრონს

ის ნამდვილად მსუბუქად მიდის!

ეს ნიშნავს, რომ უიშვიათესია შემთხვევა, როდესაც ის იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს

?დიახ, თქვენ გეტკინებათ თავი, ყელი, ძვლები, სახსრები, გექნებათ მაღალი ტემპერატურა, ჩაგეხლიჩებათ ხმა – მაგრამ უხშირესად ეს გაგრძელდება 3-5 დღე და შემდეგ სრულიად ჯანმრთელდებით! – განსხვავებით წინა კოვიდებისგან, როცა კოვიდი გეპარებოდათ ჩუმად, ვერაგულად, მსუბუქი სიმპტომებით და მეექვსე-მეშვიდე დღიდან დგებოდა სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.

❓ შეიძლება თუ არა ომიკრონი გახდეს სიკვდილის მიზეზი?
კი – თუ ის შეხვდა უკიდურესად დასუსტებულ, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე, აუცრელ ადამიანს და მას ვერ გაეწია დროული სამედიცინო დახმარება.

❓შეიძლება თუ არა თქვენ გახდეთ სხვისი სიკვდილის მიზეზი?
კი, თუ გექნებათ სიმპტომები, დამალავთ და გახვალთ საზოგადოებაში ნიღბის და დაცვის გარეშე.

❓გჭირდებათ თუ არა PCR ტესტირება ომიკრონის აღმოსაჩენად?
არა – PCR ტესტის გარეშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს.

ღოღობერიძის განმარტება: რატომ შეიძლება PCR ტესტმა „ომიკრონი“ ვერ დაიჭიროს

PCR ტესტი არაფერს ცვლის, გარდა ოფიციალურად დარეგისტრირების შესაძლებლობის და იზოლაციის ვალდებულებისა. მისი გაუქმება და ოჯახის ექიმის მიერ კოვიდის დიაგნოზის დასმა იქნებოდა ძალიან კარგი სწორედ თქვენი ფინანსების, დროის, ნერვების დაზოგვისთვის.

ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიხარდებოდა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზით რომ მიღებულიყო და არა მწვანე სტატუსით დასასაჩუქრებლად.

დაიმახსოვრეთ!

სიმპტომების შემთხვევაში ყოველგვარი PCR-ის გარეშე უნდა მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს და ატაროთ მუდმივად ნიღაბი!
P.S. ბევრი თბილი სითხე, ცხვირის დანოტივება, პარაცეტამოლი და იბუპროფენი ტკივილის დროს – ძალაში რჩება

გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერს სოფო ბერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g