LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღოღობერიძის განმარტება: რატომ შეიძლება PCR ტესტმა „ომიკრონი“ ვერ დაიჭიროს

226
Untitled design - 2022-02-01T120216.923

რატომ შეიძლება  PCR ტესტმა „ომიკრონი“ ვერ დაიჭიროს  – საკითხზე განმარტებას ექიმი გიორგი ღოღობერიძის აკეთებს.

„როგორც წესი, ამაზე უნივერსალური პასუხი არის. ის, რომ ვირუსის არასაკმარისი რაოდენობა იყო სასუნთქ გზებში, არის ყველაზე ხშირი და არგუმენტირებული ახსნა.

თუნდაც საქმე ეხებოდეს სწრაფ ტესტს და თუნდაც PCR ტესტს – ორივეს სჭირდება ვირუსის განსაზღვრული რაოდენობა, რომ მან ის დაინახოს.

ანუ შეიძლება ითქვას, კრიტიკული რაოდენობა უნდა არსებობდეს, რომ შევძლოთ მისი აღმოჩენა.

როდესაც მე მაქვს „ომიკრონის“ კრიტიკული ნიშნები, მაგრამ სწრაფი ტესტი მომდის უარყოფითი, ამ შემთხვევაში მე უნდა დაველოდო სამი დღე და სამი დღის შემდეგ გავიკეთო PCR ტესტი.

თუ სამი დღის მერე გავიკეთებ PCR  ტესტირებას, სამი დღის მერე როგორც წესი სასუნთქ გზებში იქნება ის რაოდენობა, რომ ტესტმა ის დროულად იპოვოს.

თუ PCR  ტესტირება კვლავ უარყოფითი მომდის, ამას შეიძლება ჰქონდეს ახსნა. შეიძლება, დიაგნოსტიკის დროს დაშვებული იქნა შეცდომა.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოვიდის გარდა, არსებობს სხვა რინოვირუსებიც და უამრავი სიმპტომების მიუხედავად არასოდეს, არც ერთი კვლევით არ დაგვიდასტურდეს კორონა“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“.

24 201 დაინფიცირებული და 36 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები