LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დაიცავით ეს 4 წესი, რადგან რომელიმეს დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გარდაიცვალოთ“ – როგორ მივიღოთ ცეპტრიაქსონი სწორად

253
2026-04-20_01-57-00_742408 (2)

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ცეპტრიაქსონის სწორად მიღებას ეხება.

„სანამ ცეპტრიაქსონს მიიღებთ ეს 4 წესი დაიცავით, რადგან რომელიმეს დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გარდაიცვალოთ. ის მხოლოდ ინექციის სახით გვხვდება და ხშირად კუნთში, ან ვენაში კეთდება. რადგან ის ძალიან მტკივნეულია, იხსნება ლიდოკაინში.

1 . არასდროს არ გახსნა ცეპტრიაქსონი ლიდოკაინში თუ ის ვენაში უნდა გაიკეთო. მსგავსი ინექცია აზიანებს ნერვულ სისტემას და სისხლძარღვებს. შეუძლია გამოიწვიოს მხედველობის და სმენის დაქვეითება. მსგავსი რამ შეიძლება გააკეთო მხოლოდ მაშინ თუ მას კუნთში გაიკეთებ.

2 . არასდროს არ გახნსა ცეპატრიაქსონი კალციუმის შემცველ ხსნარებში. ის იხსნება მხოლოდ ფიზიოლოგიურის, ან გლუკოზის შემცველ ხსნარში, თუმცა არა რინგერში.

3 . ამ წამლის მიღების შემდეგ შესაძლოა ნაღვლის ბუშტი გაღიზიანდეს და გქონდეთ ტკივილის შეგრძნება. ეს დროებითია და გაივლის.

4 . მისი მიღების შემდეგ თქვენი მდგომარეობა 2-3 დღეში გაუმჯობესდება, თუმცა მისი მიღება არ შეწყვიტოთ და გააგრძელეთ იქამდე, რამდენიც ექიმმა დაგინიშნათ“, – ამბობს ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

ვიდეო: „დილით წყლის მიღება მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას არასწორად აკეთებს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები