7 წლის ლუკა ბესელეძის საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარა ბიჭუნას დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, მედულობლასტომა ნათხემზე, რომელსაც თან ახლდა ჰიდროცეფალია.
„ახლა ზუსტად ის მომენტია, როცა სიტყვებს ძლივს ვპოულობ…
ჩემი ბავშვობის უახლოესი მეგობრის, ოთო ბესელიძის და ლიკა რუსიას, 7 წლის ლუკას, ჩვენს პატარა მზე ბიჭს, მოწმენდილ ცაზე დაატყდა უდიდესი განსაცდელი.
ლუკას პირველადი დიაგნოზი აუტიზმია. მისი მშობლები წლებია ყველაფერს აკეთებენ, რომ საუკეთესო პირობები შეუქმნან, იზრუნონ, იბრძოლონ მისი განვითარებისთვის და სწორედ მაშინ, როცა ამდენი ძალა და სიყვარულია ჩადებული, კიდევ ერთი უმძიმესი ბრძოლა დაიწყო…
‼️‼️ლუკას დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, მედულობლასტომა ნათხემზე, რომელსაც თან ახლდა ჰიდროცეფალია.
2 კვირის წინ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იაშვილის კლინიკაში მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია ჩაატარა არაჩვეულებრივმა ექიმმა, ლადო წიქარიშვილმა. დრო აღარ ითმენდა, რადგან ლუკას უკვე ეზღუდებოდა სიარული და მხედველობა.
‼️ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ლუკა რამდენიმე დღეში თურქეთში უნდა გაემგზავროს, სადაც ძალიან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სხივური და ქიმიოთერაპიის კურსი. ასევე აუცილებელია დამატებითი პოსტოპერაციული კვლევები, რათა გამოირიცხოს მეტასტაზები. მკურნალობა მინიმუმ 6 თვეს გაგრძელდება და ამ მთელი პერიოდის განმავლობაში ოჯახს სტამბულში ყოფნა მოუწევს.
პარალელურად მოუწევს მუდმივი მეთვაყურეობა ნეირო ფსიქიატრის.
‼️‼️‼️‼️გუშინ მივიღეთ კლინიკის ინვოისი : საჭირო თანხა 89 500 აშშ დოლარია.
🙏სახელმწიფოს ჩართულობის იმედი გვაქვს და ამისთვის გულწრფელად მადლიერები ვართ, თუმცა ეს თანხა სრულად ვერ ფარავს მკურნალობის ხარჯებს. ამიტომ ახლა ჩვენი ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
გთხოვთ 🙏მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ყველას ვისთანაც ჩემი პოსტი მოაღწევს …
გთხოვთ, გავერთიანდეთ ლუკასთვის. თითოეულ ლარს, თითოეულ გაზიარებას და თითოეულ მხარდაჭერას რეალური მნიშვნელობა აქვს.
♥️მე მჯერა ჩვენი ხალხის. არაერთხელ გვინახავს, როგორ შეუძლია ერთობას ყველაზე მძიმე ბრძოლის მოგება. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება.
ვერთიანდებითლუკასთვის
ლუკა, შენ მარტო არ ხარ. ჩვენ ყველანი შენთან ვართ და გვჯერა, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ ჩემო პატარა !
ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება, ჩვენო ვარსკვლავბიჭუნა !
მიმღები : ოთარ ბესელიძე
BOG : #GE80BG0000000686894200
TBC : #GE27TB7146745063600027
Paypal : paypal.me/LRusia“, – ვკითხულობთ ტექსტში.




