LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთხოვთ, ვინც ჩანაწერებში მოხვდით, მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებს… ჯერ შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენების ცდა და შემდეგ საერთაშორისო მექანიზმები: სალაძე

73
სულხან სალაძე

იურისტი სულხან სალაძე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანება და მიმართავს ყველას, ვინც აღნიშნულ ჩანაწერებში მოხვდა, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სათითითაოდ, წერილობითი სახით მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს.

სალაძე მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ კარგად ისის, არავინ გამოიძიებს, თუმცა ჯერ ქვეყნის შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენება უნდა სცადონ და შემდეგ საერთაშორისო მექანიზმები.

მისივე განცხადებით, მხოლოდ FB-ზე პოსტვა და საუბარი არაფერს შეცვლის:

“მივმართავ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს და სხვა ყველას, ვინც ამ ჩანაწერებში მოხვდით და ვისაც არ გინდათ ამ მარაზმში ცხოვრება. გთხოვთ, სათითითაოდ მიმართეთ წერილობითი სახით საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

დიახ, კარგად ვიცი, რომ არავინ გამოიძიებს და ისიც კარგად ვიცი, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან ისედაც არსებობობდა, მაგრამ ამ მარაზმის დასრულება თუ გვინდა ეს მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს. ჯერ ქვეყნის შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენების ცდა და მერე საერთაშორისო მექანიზმები. მხოლოდ FB-ზე პოსტვა და საუბარი არ შეცვლის არაფერს.

პ.ს.
აქვე დავამატებ, არ ვიცი, ჩემს შესახებ ჩანაწერებში არის თუ არა რაიმე. თუ არის და ვინმემ თუ ნახეთ, მომაწოდეთ. მე მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით!” – წერს სალაძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყებამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

“საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ.
ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები.

ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

პოპულალურები