დეპუტატი გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოპოზიციაში ვაკუუმია და საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ოპოზიციის ერთ-ერთი პრობლემაა, რომ არ ჩანან ახალი სახეები.
მან ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანას “ქართუ ბანკის” პრინციპით მართავს.
“სამჯერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა სრულად თავისი შემადგენლობის გამოცვლა, სხვა საკითხია ხარისხობრივად რა ხდება, მაგრამ ფაქტია, გამოცვალა სამჯერ… ოპოზიცია ვერ ახერხებს ამას. ახალი სახეები არ ემატება. ივანიშვილი სხვა მიზეზით ცვლის შემადგენლობას, დიდ ხანს არ აჩერებს, ფავორიტები არ ჰყავს მას.
ეს ბანკირების თვისებაა… ბანკის პრინციპით მართავს ქვეყანას – მოიყვანე უცხვირპირო ადამიანი, გაუშვი და მერე ისევ მოიყვანე უცხვირპირო, ეს არის ბიძინას სტილი.
ივანიშვილი ახერხებს ამას… ივანიშვილი უპრობლემოდ ახერხებს ამას, პრეტენზიების გარეშე ცვლის ამ ხალხს, მათ შორის პრემიერ – მინისტრები კრინტს ვერ ძრავენ, კნავილიც არ შეუძლიათ, ისე მიდიან…” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.