LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბაზ სანიკიძე: „მილიონის შოვნა უნდაო, იმან მესროლოს ქვა, ვისაც მილიონის შოვნა არ უნდა. ანგელოზების ქვეყნად გადაიქცა ეს ქვეყანა“

99
befunky-collage-47-2022-02-07_11-06-43_399798

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ დღეს საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთ პოლიტიკური წონა მარტო მიხეილ სააკაშვილს აქვს. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის და მისი დაპატიმრების შემდეგ, საზოგადოების თვალში მისი იმიჯი შეიცვალა.

„მთელი საქართველო დასცინოდა, მათ შორის მეც, თავის დროზე. დასცინოდა, რომ არის კურდღელი, ვერ ჩამოვა, ვერ იშიმშილებს, მესამე დღეს მოშივდება და შეჭამს, ღამე ვერ გაუძლებს, ღამის გამთენებელი არ არისო. დღეს საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთ პოლიტიკური წონა მარტო მიხეილ სააკაშვილს აქვს. უკრაინა რომ გაიმარჯვებს, გამარჯვებულ უკრაიანასთან ვინ არის დამლაპარაკებელი? ჯერ იქ ჩამსვლელი ვინ არის? აჩემებას თავი დაანებეთ.

ქართველი ხალხი ხომ სთხოვდა ჩამოდი მიშა, ჩამოდი მიშაო, გასაკეთებელი ქართველ ხალხს ჰქონდა უკვე. ანეკდოტებს ჰყვებოდნენ უკვე სააკაშვილის სიმხდალეზე. არის მხდალი? რა გამოვიდა. აქ ჩამოვიდა და ციხეში ჩაჯდა. სხვამ ვინმემ თითი წამოიტკია ამ ქვეყნის გულისთვის ამ ქვეყანაში? მან პრეცედენტი შექმნა. მარტივი არითმეტიკაა – 10 კაციდან 4 მიშას აძლევს ხმას. იცით, როგორი ადამიანები არიან საქართველოში უკვე მიშას მომხრეები? „ბელტებს“ რომ ესროდნენ მიტინგებზე მიშას, მაგრამ მათ თავისი დამოკიდებულება შეცვალეს. სააკაშვილის შვილის განცხადებებს ნუ აჰყვებით, ეს მის მოსაზრებაა. ფიქრობს, რომ მამამ პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს “,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მას არც სამშობლოსთვის, არც ოჯახისთვის და არც მეგობრებისთვის უღალატია.

“ჩემ­ზე რაც ჰქონ­დათ, გა­მო­ი­ყე­ნეს. ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია და ფე­ხებ­ზე მკი­დია რას გა­მო­მიქ­ვეყ­ნე­ბენ. მე არც სამ­შობ­ლოს­თვის მი­ღა­ლა­ტია, არც ოჯა­ხის­თვის მი­ღა­ლა­ტია და არც მე­გობ­რე­ბის­თვის, სახ­ლში რას ვლა­პა­რა­კობ, ის ჩემი საქ­მეა.

მე რომ გა­მო­მიქ­ვეყ­ნეს პირ­ვე­ლად, კა­ციშ­ვილ­მა ხმა არ ამო­ი­ღო, ყვე­ლა აყო­ლი­ლი იყო, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. და ახლა 100 ათას კაცს უს­მე­ნენ. თუ ლი­ბე­რა­ლი ხარ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ხარ, უნდა იყო ყვე­ლას მი­მართ. მა­შინ არ ამო­უ­ღი­ათ ხმა, ყვე­ლა აყო­ლი­ლი იყო.

მი­ლი­ო­ნის შოვ­ნა უნ­დაო, იმან მეს­რო­ლოს ქვა, ვი­საც მი­ლი­ო­ნის შოვ­ნა არ უნდა. ან­გე­ლო­ზე­ბის ქვეყ­ნად გა­და­იქ­ცა ეს ქვე­ყა­ნა”, – აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g