LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბაზ სანიკიძე: პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება

200
გუბაზ სანიკიძე

დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

როგორც სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, პოლიციას შემდეგი ხელისუფლება დასჯის.

„პოლიციელებო, ზონდერ პოლიცია ხართ უკვე. ძალიან დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას. აღმოჩნდა, რომ პოლიციის რეფორმა არ არის სრული და კარგი. პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა პოლიცია. დიდი რეფორმები გელოდებათ ბევრს. ალბათ, ოფიცერთა კორპუსი – ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან. გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება. სახელმწიფოს აქვს ორი ფუნქცია: მეურვეობა და დასჯა. მეურვეობაზე თქვენ უარი თქვით, ამიტომ თქვენ აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად. მოთხოვნა იქნება. ხალხი რომ  ოპოზიციურად არის განწყობილი, იმიტომ არის, რომ მოითხოვს, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას. თქვენი ქონების საკითხი – დაუსაბუთებელი ქონების საკითხი ამოქმედდება და ჩამოგერთმევათ. მოვა კომისია, შეხედავს თქვენს კარ-მიდამოს, იკითხავს, საიდან იშოვე ეს ფული. სიდედრმა მაჩუქა აღარ იქნება, სიდედრსაც მოეკითხება, საიდან აქვს ეს ქონება“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g