ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველას წამზომი ჩაგვირთო.
„სააკაშვილმა წამზომი ჩაგვირთო. ის კი არა, რომ სეზონი მოვა და მოვძლიერდებით შემოდგომაზე ან გაზაფხულზე და დავანიშნინებთ ვადამდელ არჩევნებს, ზუსტად, პირდაპირი გაგებით წამზომი აქვს ჩართული“. – აცხადებს სანიკიძე.
მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ვარსკვლავია.
„ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიდის უკიდურეს ზომაზე, თან ეს მიშა სააკაშვილია, ხო. ის არის დასავლეთის ვარსკვლავი დასავლეთის სივრცეში.
როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა დასავლეთში იყო მიღებული აზრი, რომ 2-3 თაობა დასჭირდებათ ამათ, რომ ადამიანებს დაემსგავსონ სოციალური აზროვნებით. სააკაშვილმა ეს სტერეოტიპები დაანგრია იმითი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გააკეთა ისეთი რეფორმები, რასაც ევროპაში ათწლეულები უნდებოდნენ.
თან ის არის უკრაინის მოქალაქე, თან უკრაინაში არის ერთ-ერთი, თუ ყველაზე თუ არა, პოპულარული პოლიტიკოსი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
https://www.youtube.com/watch?v=NvWIOE8X4fE&fbclid=IwAR0HdhgZ4HRLGqF6qShW0E_DBCoYlwVhJbNVCpRAcK_xYzgwrnQvimL2eS8
