ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად არ მკურნალობენ. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„საკითხი უმძიმესია. მე ერთ რამესაც გეტყვით, არ დავმალავ. არ მინდა ვინმეს ზედმეტად რაღაცები დავაბრალო, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ მიშას არ აწვდიან იმ წამლებს, რაც ეკუთვნის… ან იმ დოზირებით, ან გადამეტებით. არ ვენდობი.
შეიძლება რაღაცას ჰქვია სახელი და აბის ფორმა აქვს, მე ერთი რამე ვიცი, „ქართული ოცნება“ არის ყველაფერზე წამსვლელი, რადგან მის თავკაცს აქვს პირუტყვული შიში მიხეილ სააკაშვილის, გარეთ გამოსული მიხეილ სააკაშვილის პირუტყვული შიში აქვს. მე ყოველდღიურად სულ შიშში ვარ, არ დაგიმალავთ, “ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.