გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა. ამის შესახებ თავად სანიკიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარტიის დატოვების მიუხედავად, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები, თუმცა ვრჩები პოლიტიკაში და ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას. უახლოეს პერიოდში გაიგებთ, რა და როგორ იქნება. დრო მჭირდება კონსულტაციებისთვის“, – განაცხადა სანიკიძემ.