LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

116
გუდაური-კობი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ცალკეული ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.