LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

93
გზა თოვლი

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე( კმ93-კმ99) გაწმენდითი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის მეორე ნაწილი (კმ100-კმ104) ვერ იწმინდება. მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე სამუშაოები დაიწყება და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გუშინ დილას ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.