LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურის განვითარების გეგმაზე კანადური კომპანია მუშაობს

64

გუდაურის განვითარების გეგმაზე კანადური კომპანია „ეკოსაინი“ მუშაობს.

როგორც „ფორტუნას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიოში ცნობილ კანადურ კომპანიასთან ხელშეკრულება ქართულმა მხარემ გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე ე.წ. „მასტერპლანზე“ მუშაობა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გეგმაზე მუშაობის დროს გაირკვევა, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, რამდენი საბაგირო უნდა დაემატოს, კიდევ რომელ ტრასებზე უნდა მოხდეს ხელოვნური გათოვლიანება და ა.შ.

„მასტერპანი“ ასევე მოიცავს კობი-გუდაურის განვითარების პროექტსაც. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ეკოსაინი“ მუშაობს გუდაურის სივრცით დაგეგმარებასა და განაშენიანების რეგულარულ გეგმაზე. ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ მოხდება კურორტის თანმიმდევრული განვითარება, რაც საგრძნობლად მოიზიდავს ინვესტორებს,“- აცხადებენ სამინისტროში.

დღეს გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

magti 5g