LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ხელოვნური ტბა აშენდა

164
110318199-3088976171197954-7391731100442009744-n

წყალმომარაგების კომპანია გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებს, სადაც ამ დროისთვის ახალი რეზერვუარის წყლით შევსება მიმდინარეობს.

შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მხარის გუბერნატორთან, წყალმომარაგების და მთის კურორტების განვითარების კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ხელოვნური ტბა, მიმდინარე სამუშაოები კი, ამ ტბისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას ითვალისწინებს.

„მიმდინარეობს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ტბის მოწყობის პროექტი, თუმცა ეს მხოლოდ ტბას არ მოიცავს. ჯამში მოიცავს ორ ეტაპს – ერთი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, რომლის ღირებულებაც შეადგენდა დაახლოებით 11 მილიონ ლარს. ეს იყო ტბის ინფრასტრუქტურის შექმნა შესაბამისი ტექნოლოგიის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ზამთრის კურორტებზე. ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა არის 96 000 ტონა. ამჯერად, მიმდინაორებს 2 600 000 მილიონი ლარის ღირებულების მეორე ეტაპი, რომელიც სეზონამდე დასრულდება. სამუშაოები ითვალისწინებს შესაბამისი სატუმბი სადგურის და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც შემდგომში კომპლექსურად ამუშავდება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ვუზრუნველვყოფთ გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ტურისტებსა და დამსვენებლებს ნალექის სიმცირით გამოწვეული დისკომფორტი აღარ ექნებათ “, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g