გუდაურს ხვალ კიდევ ერთი ახალი საბაგირო ,,შინო” შეემატება.
ზედა გუდაურის ტერიტორიის განვითარების გეგმა მოიცავს 2400 მეტრიანი, 6 კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას, რომელიც საათში თავდაპირველად 1800 , საბოლოოდ კი 2800-ს ადამიანის გადაყვანას უზრუნველყოფს.
საბაგირო დაახლოებით 2კმ სიგრძისაა.
მისი მშენებლობა ძველი ტატრადან (ლევან ლორთქიფანიძის სპორტსკოლის მიმდებარედ) დაიწყო და გონდოლების ზედა სადგურთან დამთავრდება.
საბაგიროს მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდა.
გუდაურში წელს სეზონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნა.
ამასთან, 24 დეკემბერს სათხილამურო სეზონის გახსნა იგეგმება კურორტ თეთნულდზე, ხოლო 25 დეკემბერს სეზონი კოხტა-მიტარბის ახალ კურორტზეც გაიხსნება. შესაბამისად, კურორტებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.