LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ახალი საბაგიროები აშენდება

94

,,მთის კურორტების განვითარების კომპანია” 75 მილიონიან შესყიდვას გეგმავს. სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის შესყიდვა გამარტივებული გზით მოხდება.

როგორც ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” განმარტეს, მოხდება გუდაურში არსებული საბაგიროებიდან ,,პირველი” საბაგიროსა და ,,სოლიკოს” დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობა, ასევე ,,კუდების” საბაგიროს რეკონსტრუქცია/დამოკლება და მის მიმდებარედ 3 ახალი საბაგიროს მშენებლობა.

საბაგიროები ,,პირველი”, ,,სოლიკო” და ,,კუდები”1987 წელს დამონტაჟებული საბაგიროებია, რომელთა გამტარუნარიანობა დაბალია.

გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში მითითებულია, რომ ახალი საბაგიროები გეგმის მიხედვით ექსპლუატაციაში 2018-2019 წლების სეზონისთვის უნდა შევიდეს, ამიტომ სტანდარტული სატენდერო პროცედურების ჩატარება შეუძლებელია, რადგან ამან, შესაძლოა, გუდაურში სეზონის ჩავარდნა გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 – 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები