LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული ლა რამბლას გახსნის ზუსტი თარიღი ცნობილია

114
ლა რამბლა

ლა რამბლა – ბარსელონის მთავარი ბულვარი სამშენებლო ხარაჩოებისგან 2027 წელს გათავისუფლდება, რასთან დაკავშირებითაც 13 და 14 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ბარსელონის მერია ავრცელებს. ორდღიანი საზეიმო პროგრამა, რომელიც სანტა ეულალიას ზამთრის ფესტივალს ემთხვევა, მოიცავს საცირკო წარმოდგენებს, ცეკვას, მუსიკას, პოეზიასა და ქუჩის პერფორმანსებს. ღონისძიების მხატვრული ხელმძღვანელობა ცნობილ კატალონიელ ვიზუალურ არტისტს ლუის დანესს დაევალა.

ლა რამბლაზე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2022 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. ქალაქის ადმინისტრაციას ცენტრალური საფეხმავლო სივრცის სრული განახლების პროექტი, რომელიც პორტის ზონიდან კატალონიის მოედნამდე (Plaça de Catalunya) ტერიტორიას მოიცავს, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა. ინიციატივის მიზანი ბულვარის ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დაბრუნებაა, ვინაიდან წლების განმავლობაში ჭარბი ტურიზმის გამო ბევრ მათგანს გაუცხოების განცდა გაუჩნდა. ახალი დიზაინი ითვალისწინებს საფეხმავლო ზონის გაფართოებას, უფრო მეტად გამწვანებას და საავტომობილო მოძრაობის ორ ზოლამდე შემცირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g