გუდაურში, ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა.
კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა: მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ
15 თებერვალს, კობი-გუდაურის გზაზე, საძელის ტერიტორიაზე, სათხილამუროდ აკრძალულ ზონაში ზვავი ჩამოწვა. ადგილზე იმყოფებოდა 4 ტურისტი, მათგან სამმა ტერიტორიის დროულად დატოვება მოახერხა, ერთ ტურისტ გოგოს კი სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებდა.