გუდაურში პარაპლანი ხევში ჩამოვარდა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, ერთი მათგანი დაიღუპა, ხოლო ერთის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.
დაშავებული კონტაქტურია. ის ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება.