LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში, უბედური შემთხვევის შედეგად, ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა

381
პარაპლანი

გუდაურში, უბედური შემთხვევის შედეგად, ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ი.ნ. და ტურისტი, ფილიპინების მოქალაქე ბ. მ. პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდნენ, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები