LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ვიზიტორთა რაოდენობა 127%-ით გაიზარდა

99

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2011-2012 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2015-2016 წლები საგრძნობლად პროგრესირებს. ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. მრავალჯერადი ბილეთების მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.

როგორც ადგილზე ჩასულმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, კურორტი გეგმის მიხედვით ვითარდება.

განვითარების გეგმის პირველი ეტაპი მოიცავს 2400 მეტრიანი, 6 კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას და ორ საჩოჩიალოს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მოინახულა როგორც საბაგიროს მშენებლობის პროცესი, ასევე სასტუმროების მშენებლობა.

საბაგიროს მშენებლობას ახორციელებს “Black sea Group”, კურორტზე კი მონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის საბაგირო.

გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის 2016 წელს კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ შეიმუშავა მიწათსარგებლობისა და განვითარების გენერალური გეგმა.

გუდაურის განვითარების გეგმა ფუნდამენტური დოკუმენტია კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. მასტერპლანმა გამოავლინა, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, ასევე მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს როგორიცაა საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კვების ობიექტები, მოთხილამურეთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვრე გეგმა და სხვა.

 

magti 5g