რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას იწყებს.
პროექტი სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, მოხდება მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მშენებლიბა ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და 7000-ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.