LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – დაბა ბაკურიანში ურბანული განახლების სამუშაოები გრძელდება 

142
Untitled design (9)

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ურბანული განახლების სამუშაოები გრძელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად განხორციელდა.

„პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებულია ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების, მთის, რუსთაველის, აღმაშენებლის ქუჩებზე.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა.

დასკვნით ფაზაშია მეორე ეტაპით დაგეგმილი სახლების რეაბილიტაცია 9 აპრილის, ბორჯომის, თავისუფლების და აღმაშენებლის ქუჩებზე.

დაბა ბაკურიანში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის კურორტს უფრო მეტად კომფორტულს გახდის წელიწადის ოთხივე სეზონზე“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.