2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულების დროს, გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 წელი გავიდა.
ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა
ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
„გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები ემსხვერპლნენ.
პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას!“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის…
Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ორშაბათი, 28 ივლისი, 2025