LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდიაშვილის მოედანზე თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები განთავსდება

94

გუდიაშვილის მოედანზე თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები შეიქმნება, რომლებსაც კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, გუდიაშვილის სახელობის მოედნის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი 25 თებერვალს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო გუდიაშვილის მოედანზე – გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და აბო თბილელის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და ისტორიულ გარემოსთან ადაპტირებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.

აბო თბილელის N3/8-სა და N3-ში გაიმარჯვა “ატელიერ არქიტეტქსმა” რატი ჩომახიძემ და ვახტანგ კასრელიშვილმა, ხოლო გია აბესაძის ქ. N23/1-ში საუკეთესო პროექტი არქიტექტორთა ჯგუფმა: დავით ავალიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიძემ და ლევან კალანდარიშვილმა წარმოადგინა. გამარჯვებულები დავით ნარმანიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. კონკურსის შედეგად, მომზადდა ისეთი პროექტები, რომლებიც თავისი ფუნქციით, ფორმებით და მასშტაბით გუდიაშვილის მოედნის განაშენიანების შესატყვისია.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი თანამედროვე შენობები, ხელს შეუწყობს ისტორიული უბნის განვითარებას, ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას და გუდიაშვილის მოედნის არეალის გამოცოცხლებას. საკონკურსო წინადადების მიხედვით, გია აბესაძის ქუჩა N23/1 – შიმოეწყობა გალერეა, ხოლო აბო თბილელის ქ.3/8-სა და აბო თბილელის ქ.3-ში სასტუმროს, კაფე-ბარის, პარკინგის და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g