ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” წინასაახალწლო აქცია იწყება. ღონისძიება მხოლოდ ერთ დღეს გასტანს და მის ფარგლებში მომხმარებელი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
”მხოლოდ 15 დეკემბერს ”გუდვილში” მოსული ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს ყველა დასახელების პროდუქტზე მიიღოს 15%-იანი ფასდაკლება. ამასთან, ფასდაკლების აქცია გავრცლედება სასაჩუქრე კალათებზეც როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის”, – განაცხადეს ჰიპერმარკეტში.
როგორც ”გუდვილში” განმარტეს, წინასაახალწლოდ აქ წარმოდგენილი პროდუქცია კიდევ უფრო მრავალფეროვანია.
ცნობისთვის, ”გუდვილი” საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია. აქ წარმოდგენილია 50 000 დასახელების პროდუქტი. კომპანია გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური, ფრანგული, ბულგარული, უკრაინული საკვები და არასაკვები პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.