„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მოთხოვნადი, ორიგინალი ავტონაწილების შეძენასა და მათი შეცვლის სერვისის მიღებას ფიზიკური პირები, სეზონური აქციის ფარგლებში, ფასდაკლებით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ფასდაკლების სეზონური აქცია, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლითაა ძალაში, მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, სეზონური აქციის ფარგლებში, მომხმარებელი ტოიოტას გარკვეული ორიგინალი პროდუქციის შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებს და ამასთან ერთად, მათი შეცვლის სერვისსაც 15%-იანი ფასდაკლებით მიიღებს.
„მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ავტომობილები საზაფხულო მგზავრობისთვის მოამზადონ, ისარგებლონ ჩვენი სეზონური აქციით და „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასდაკლებით შეიძინონ ტოიოტას ისეთი მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები, როგორიცაა: ძრავის ზეთი, ძრავის ზეთისა და სალონის ჰაერის ფილტრები, სამუხრუჭე სითხე, საქარე მინის მწმენდი და მინის საწმენდი სითხე. ამ ავტონაწილებს მომხმარებელი 15%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და დამატებით, შესაბამისი სერვისისთვისაც 15%-ით ნაკლებს გადაიხდის“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.
ფასდაკლების სეზონური აქციის პარალელურად, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სხვა სპეციალური შეთავაზებებითაც ისარგებლოს.
„ფასდაკლების სეზონური აქციის გარდა, ივნისის ბოლომდე ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ კიდევ რამდენიმე სპეცშეთავაზებით, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის ინტერესებზე. ტოიოტას ბრენდის ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების მძღოლები შეძლებენ გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრული მომსახურება სპეციალურ ფასად – 225 ლარად მიიღონ. პარალელურად, ტოიოტას 5 მოდელისთვის: Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4 – ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში მძღოლები ასევე სპეციალურ ფასს, 150 ლარს გადაიხდიან. გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, პარტნიორ ბანკებთან თანამშრომლობით, მომხმარებელს სთავაზობს შეიძინოს ნებისმიერი ორიგინალი ავტონაწილი და ასევე, ტოიოტას სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან მიიღოს ნებისმიერი სასურველი ავტოტექმომსახურება, საფასური კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ავტონაწილის ღირებულება, თუ ტექსერვისის საფასური 4 თანაბარ ნაწილად გაიყოფა და 4 თვეზე განაწილდება. შესაბამისად, მომხმარებელი 4 თვის მანძილზე ნაწილ-ნაწილ გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენიც შეძენის მომენტში ღირდა ავტონაწილი თუ გაწეული ტექსერვისი“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.
მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი სათადარიგო ავტონაწილი, სითხე თუ აქსესუარი, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, ორიგინალი წარმოების და გარანტირებულად უმაღლესი ხარისხისაა. ამასთან, ცენტრში მომხმარებელს ავტოტექმომსახურებას გაუწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული კვალიფიციური ტექნიკოსები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს პროფესიონალურ დონეზე გადაჭრიან და მომხმარებლის ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ.
მომხმარებელს, რომელსაც ფასდაკლების სეზონური აქციით ან სპეცშეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116.
(R)