LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგა ქაშიბაძე: „მივულოცოთ ერთმანეთს გოზინაყით და არა პიროტექნიკით“

137
გუგა ქაშიბაძე

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საერთოდ არ გავეკაროთ, არც პეტარდას, არც ასაფეთქებელს, ერთმანეთს მივულოცოთ გაცილებით უსაფრთხოდ, ეს იქნება გოზინაყი, ჩურჩხელა თუ ალკოჰოლი ზომიერ ფარგლებში და არა პიროტექნიკით“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

როგორც ქაშიბაძემ bm.ge-სთან აღნიშნა, პიროტექნიკით დაზიანებული მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

„შარშანდელი სტატისტიკით, პიროტექნიკით დაზიანებული მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. წელს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მკვეთრი კლება იქნება არსებული შეზღუდვის გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არ არსებობს დიდი და პატარა მუხტის მქონე პიროტექნიკა, იაფიანი და ძვირიანი. არასწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. მეტსაც გეტყვით, შეიძლება ზუსტად დავიცვათ რეკომენდაციები, მაგრამ თვითონ პიროტექნიკას იყოს დაზიანებული და იქ გვიმტყუნოს. ეგეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა, გვქონია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ის იწვევს არა მარტო დამწვრობას, არამედ სხვადასხვა სახის დაზიანებებს, მათ შორის სახის, თვალის დაზიანებებს, თითების ტრავმულ ამპუტაციებს. ძირითადად, 17% შემთხვევაში ზიანდება მარჯვენა მტევანი, შემდეგ მოდის სახე და თვალების დაზიანება, შემდეგ მოდის გულ-მკერდის დაზიანება, შემდეგ მარცხენა მტევანი და შემდეგ უკვე ქვემო კიდურების დაზიანება. ძალიან ხშირად კომბინაციაშია ხოლმე, დამწვრობასთან ერთად, სხვადასხვა ტრავმის მიღება.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ბავშვების შემთხვევებში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის საჩუქარი, ეს არ არის ნივთი, რომელსაც ოჯახის უფროსი ბავშვებს მიუტანს საახალწლოდ გასართობად, იმიტომ რომ მერწმუნეთ, საკმაოდ, ყოველ ახალ წელს, საკმაოდ სერიოზულ შემთხვევებთან გვიწევს ექიმებს გამკლავება.

წინასაახალწლო პერიოდში ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საერთოდ არ გავეკაროთ, არც პეტარდას, არც ასაფეთქებელს, ერთმანეთს მივულოცოთ გაცილებით უსაფრთხოდ, ეს იქნება გოზინაყი, ჩურჩხელა თუ ალკოჰოლი ზომიერ ფარგლებში და არა პიროტექნიკით“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g