LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩილ, შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული… შეხვედრამდე ძმაო“ – რას წერს გუგა ქაშიბაძე მწვერვალ შხელდაზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი 34 წლის ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის შესახებ

229
გუგა ქაშიბაძე არჩილ ბადრიაშვილზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი გუგა ქაშიბაძე მწვერვალ შხელდაზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი 34 წლის ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„არჩილ, შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული…
შეხვედრამდე ძმაო“ – წერს გუგა ქაშიბაძე და არჩილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

„აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო, ზღაპრული სამყაროს გმირი გახდა, ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა, საკუთარ თავზე იმარჯვებს… გვიყვარხარ ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში“ – რატი ამაღლობელი არჩილ ბადრიაშვილზე

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე დღეს იპოვეს. მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

„მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი… ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!“ – მეგობრები ტრაგიკულად გარდაცვლილ არჩილ ბადრიაშვილს ემშვიდობებიან

„მთამსვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო – თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები“ – როგორ დაიწყო მთამსვლელობა და ვინ იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი

„ის ბიჭი, მეხმა რომ ჩამოაცილა, კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც“ – მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილია

Archil Badriashvili შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული. შეხვედრამდე ძმაო

Posted by Guga Kashibadze on კვირა, 11 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები