გადაცემამ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მემთეური ქალების შესახებ მოამზადა სიუჟეტი.მემთეურობის ტრადიცია ასობით წელს ითვლის. ქალები მთაში თითქმის ნახევარი წელი პირუტყვის გამოკვებასთან ერთად ზამთრისთვის საჭირო რძის ნაწარმს აგროვებენ.
„ფულის გარდა ყველაფერს ვთხოვ ღმერთს“ – გაიცანით, მემთეური ქალი სენიე
დილა აქ ადრე – 6 საათზე ძროხების საძოვარზე გადევნით იწყება.
მემთეური ქალი ფატი:
„10 ძროხა მყავს. აქ დაახლოებით, 40 ქალი ვართ. დილას ერთ დროს ვიღვიძებთ, 6 საათზე, ვლოცულობთ, შემდეგ საქონელთან მივდივართ, ძროხას მოვწველით, ქმარიც მეხმარება, ოღონდ დასუფთავებაში..
ჩემს შვილიშვილებს რომ ვუყურებ, გული მტკივა, როგორ გამიზრდია.. ბევრი სხვაობაა, საკვებით, საჭმლით დაწყებული, გართობით დამთავრებული.. ადრე, 90-იან წლებში, იმაზე ვფიქრობდით, ბავშვებისთვის რა გვეჭმია. არ მინდა, რაც მე გამოვიარე, ის ჩემმა რძალმა და შვილიშვილმა გამოიაროს..
,,გული მტკივა, რომ ჩემს შვილებს ვერ ვასწავლე. შვილიშვილს უნდა ვასწავლო, აუცილებლად.” – ფატი
,,გული მტკივა, რომ ჩემს შვილებს ვერ ვასწავლე. შვილიშვილს უნდა ვასწავლო, აუცილებლად.” – მემთეური ქალი ფატი
⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2023
მიფიქრია, რომ მესწავლა, ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა.. გული მტკივა, რომ ჩემს შვილებს ვერ ვასწავლე, მაშინ გაჭირვებული პერიოდი მქონდა, შვილიშვილს უნდა ვასწავლო, აუცილებლად..
ჩემი რძალი 26 წლისაა, არაა იმ ასაკში, რომ ახლა ვერ ისწავლოს, შვილიშვილს მე მივხედავ, მას კი მინდა წიგნი მივცე“