LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბებიაქალი ვიპოვეთ, ყველა ხაზი იმისკენ მიდიოდა, რომ ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობდა, მას წლები ვეძებდით და როცა მივაკვლიეთ და მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა“ – მაია ასათიანი ემოციურ ამბავს იხსენებს

327
მაია ასათიანი

ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.

გადაცემაში სხვადასხვა საკითხზე საუბრის დროს, მაია ასათიანმა გაიხსენა ერთ-ერთი ემოციური ამბავი, რომელიც მის ტელეპროექტს „პროფილს“ და გაშვილებული ბავშვების თემას უკავშირდება:

„არასდროს დამავიწყდება, ვიპოვეთ ქალბატონი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სამშობიაროში ბებიაქალი იყო და ყველა ხაზი მისკენ მიდიოდა, რომ ის ჩვილებით ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამ ქალბატონს წლები ვეძებდით და ბოლოს მივაკვლიეთ.

რამდენიმე ახალშობილის ამბავი გვაინტერესებდა, ეს ადამიანები ელოდებოდნენ პასუხს – ვისგან იყიდა ჩვილები მისმა ოჯახმა.

ეს ქალი, ღრმად მოხუცი, ერთ-ერთ მოხუცებულთა თავშესაფარში ვიპოვეთ, მივედით და მაშინ, როდესაც სახელით, გვარით პასპორტით ხარ მისული და როცა მთავარი შეკითხვები უნდა დასვა – აღმოჩნდა, რომ ამ ქალს დემენცია აქვს. ეს განცდა არასდროს დამავიწყდება, მას არაფერი ახსოვდა, რაღაც მომენტში გვეგონა, ხომ არ თამაშობდა, მაგრამ არა, მას დემენცია ჰქონდა“, – აღნიშნა მაია ასათიანმა.

ვიდეო: „მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი ქალი ვარ, ამაზე რთული სამი წელი მე არ მქონია“ – მაია ასათიანი

ვიდეო: „მთელი ცხოვრება რომ მუშაობ, უცებ აღმოაჩენ წასასვლელი აღარსად გაქვს და მთელი შენი ცხოვრება ერთადერთი საფლავია“ – მაია ასათიანი

,,იყო ერთი ბებიაქალი, წლები ვეძებდით, რომ მივაკვლიეთ აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა"

,,იყო ერთი ბებიაქალი, ყველა ხაზი იმისკენ მიდიოდა, რომ ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში ფიგურირებდა. წლები ვეძებდით და საბოლოოდ რომ მივაკვლიეთ და მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა." – მაია ასათიანი ⭐️გადაცემა სრულად იხილეთ იუთუბზე : https://youtu.be/HUfISeIs3wQ

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g